22 აპრილს, დღის საათებში რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა.
იერიშის შედეგად დაიღუპა 69 წლის ქალი. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით არიან დაჭრილები, მათ შორის 2 ბავშვი.
"69 წლის ქალმა მძიმე ჭრილობები მიიღო. მედიკოსები მის გადარჩენას ეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ". – წერს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ივან ფედოროვი.

მოგვიანებით ფედოროვმა დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დაშავებული ბავშვების ასაკი 4 და 14 წელია.
ფედოროვის თქმით, ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.






