ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა. ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს სოლიდარობა დაშალონ. საერთოდ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ველოდი, ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა, მიკვირს კიდე ამდენი ხანი რომ გვაცალეს.
მე ვიქნები თუ არა ამ თეატრის ხელმძღვანელი საერთოდ მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში, მე თვითონ არვიცი დასი არის შეკრებილი, იღებს გადაწყვეტილებას. ერთადერთი რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ არ არის მთავარი, მთავარი არის რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ.
ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, როდესაც შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი და ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. თუ მე ვარ ხელმძღვანელი თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ.
ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია ყველაფერი, ჩემთვის ნათელია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, მე არვიცი ხვალ მე თვითონ რა პერფორმანსი ან რა სპექტაკლი უნდა შევქმნა იმაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა, მადლობა თქვენ





