რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის განადგურებაა - პოლონეთის საგარეო უწყება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
Zerkalo.io

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიზანი "უკრაინელი ერის განადგურებაა".

"პოლონეთი გმობს რუსეთის ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმას სუმიზე.

ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

"ბზობის დღეს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მოწმობს, რომ რუსეთის მიზანი არ არის მშვიდობა, არამედ უკრაინელი ერის განადგურებაა" - წერია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დღეს, 13 აპრილს, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა ქალაქ სუმიზე, ბოლო მონაცემებით აფეთქებების შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი. დაჭრილია 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

კომენტარები