13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა.
ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".
სუმის ოლქის სახმედრო ადმინისტრაციის განცხადებით ქალაქის ცენტრში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
პირველად მონაცემებით სარაკეტო იერიშს მინიმუმ 20 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





