25 მარტს, რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ორი აფეთქება მოხდა.
პირველი აფეთქება ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, თუმცა მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კორპუსი არ იყო სრულად დასახლებული და გაზი არ მიეწოდებოდა.
აფეთქების შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 150 მოსახლე. ადგილზე მუშაობს 90 მეხანძრე-მაშველი.
პირველი შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში აფეთქება მოხდა შამილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. წინასწარი მონაცემებით დაშავდა 2 ადამიანი. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
ამ ეტაპზე არც ერთი აფეთქების ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი.