რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მტრის ზურგში 4 ვერტმფრენი გაანადგურა

Meta.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების განყოფილებამ, დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, სარაკეტო ჯარების არტილერიის გამოყენებით, მტრის ზურგში 4 ვერტმფრენი გაანადგურა.

სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ორი КА-52 ტიპის და ასევე, ორი МИ-8 ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც ბელგოროდის ოლქში, ავიაბაზაზე იყო განლაგებული.

ვერტმფრენები Himars-ის რაკეტების გამოყენებით გაანადგურეს. 

"მტერს კვლავ ეგონა, რომ ზურგში მიუწვდომელია. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების სამსახურისთვის მიუწვდომელი არავინ არის". – წერის სპეცოპერაციების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები