რუსეთი

რუსეთში Ми-28 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი

რუსეთის ლენინგრადის ოლქში Ми-28 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ლენინგრადის ოლქში გეგმური სასწავლო ფრენის დროს Ми-28 ვერტმფრენი ჩამოვარდა". - წერს РИА Новости.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დროს ვერტმფრენი საბრძოლო მასალებით არ იყო შეიარაღებული, ხოლო ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

კომენტარები