რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: უკრაინაში მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, თუმცა არა ახლოს, ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო

არ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვინმესგან ჩვენთვის მოსაწონი ნაბიჯები წამოსულა. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ [უკრაინაში] მშვიდობასთან, თუმცა არა - ახლოს. ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო, თუმცა ჩვენ [მშვიდობასთან] იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე 2 კვირის ან 6 თვის წინ ვიყავით.

ეს ომი 3 წელია, მიმდინარეობს და პრეზიდენტს მისი დასრულება სურს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. შეკითხვაა, თუ როგორ უნდა მოხდეს [ომი] ისე, რომ მომავალში თავიდან აღარ დაიწყოს. შესაბამისად, გეგმა ის არის, შეგვიძლია თუ არა, შევაწყვეტინოთ მათ [რუსებსა და უკრაინელებს] ერთმანეთისთვის სროლა, დავსხდეთ და გავმართოთ მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ეს სამუდამოდ. ეს არია პრეზიდენტის მიზანი. 

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში. 

კომენტარები