უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მედია RBC Ukraine-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ილაპარაკა.
სიბიგას თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე არც უკრაინას და არც აშშ-ს ზუსტი პასუხი არ მიუღია.
"მოდით დაველოდოთ ოფიციალურ პასუხის, იმიტომ რომ, დღეის მდგომარეობით, ის არ გვაქვს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ რუსეთის მხრიდან არ უნდა წამოიჭრას დამატებითი მოთხოვნები". – თქვა სიგიბამ.
მინისტრმა ასევე ილაპარაკა "წითელ ხაზებზე", რომელთაც უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ გადაკვეთს:
"არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. პირველი – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
მეორე, არც ერთ მხარეს გააჩნია ვეტო, რომელსაც უკრაინელი ხალხის არჩევანს დაადებს. უკრაინა თავად გადაწყვეტს რომელ კავშირში გაწევრიანდეს, იქნება ეს ევროკავშირი თუ NATO.
მესამე, არ უნდა იყოს უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შემზღუდავი არც ერთი გადაწყვეტილება".