რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სერგეი ლავროვმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ფიურერი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ბლოგერებთან ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს ფიურერი უწოდა.

"მათ განაცხადეს, რომ NATO უკრაინის მომავალია. ასევე, ევროკავშირიც. როცა ამ ყველაფერზე საუბარი დაიწყეს, ევროკავშირს ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაც მსგავსება ეკონომიკურ გაერთიანებასთან. ახლა კი ის მთლიანად დაკარგა და ფიურერი ურსულა ევროპაში ყველას რემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს". - განაცხადა ლავროვმა.

ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უკრაინის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის უსაფრთხოებისთვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-სთვის გრენლანდიის საკითხი.

"დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 20 იანვრის შემდეგ შექმნილ ამ ახალ გარემოებებში, უკრაინის მნიშვნელობა რუსეთის უსაფრთხოებისთვის მრავალჯერ აღემატება გრენლანდიის მნიშვნელობას აშშ-სთვის". - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები