ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაცია მოითხოვა.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია ISFED-ის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების გამო, არჩევნები შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნების გამოხატულება არ არის.
ორგანიზაციის დირექტორი, ნინო დოლიძის ამბობდა, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის ხმის ფარულობის დარღვევა იყო ერთ-ერთი "ცენტრალური და მასშტაბური" პრობლემა.
- ISFED: 23 უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე რეგისტრირებული იყო
-
ცესკო ISFED-ზე: მონაცემები შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს, მაგრამ კავშირში არაა შედეგებთან
გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება შემდეგ სააპელაციო სასართლომ გააუქმა.