სააპელაციომ არჩევნების გაყალბების საქმეზე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.
ტაბულას ინფორმაცია ISFED-ში დაუდასტურეს.
4 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ნოემბერს აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



