რუსული რეჟიმი

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 50-ზე მეტ ქართველ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

ცოტა ხნის წინ, ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ქვეყნებში შესვლა ათეულობით ქართველ მაღალჩინოსანს აეკრძალა. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაკნას მიხედვით, ესტონეთში შესვლა აეკრძალა 55 პირს, მათ შორის, პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის ოფიცრებსა და პარლამენტარებს. 

ლატვიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 16, ხოლო ლიტვამ 74 თანამდებობის პირი. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. 

კომენტარები