დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ - 112 რთული მეტეოროლოგიური პირობების შენარჩუნებაზე SMS-ებს აგზავნის

112 მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს, რომ "დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება".  

"მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია SMS-ში. 

112-მა აქამდე მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინება 21 თებერვალს გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, "დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება".

"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)" - წერს სააგენტო.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდება შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის სოფლებში არის მსხვერპლიც.

კომენტარები