რეგიონული მედიაგამოცემის, "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ნატანებში, სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მოხუც დედას უვლიდა. მათივე ცნობით, მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა 85 წლის მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.
ტაბულა მომხდარის დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.





