დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

გურიაში დიდთოვლობას მამაკაცი ემსხვერპლა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა, სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

რამდენიმე დღეა გურიის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდთოვლობის და სტიქიის გამო ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი არ მიეწოდება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ შემთხვევა დაადასტურა და თქვა, რომ შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

"სტიქიის პირველივე დღიდან, გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე.

სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ". - თქვა ურუშაძემ.

კომენტარები