რუსეთი

რუსეთის საგარეო: ერ-რიადში აშშ-ს და რუსეთს შორის შეხვედრა არ იგეგმება

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ერ-რიადი, 2025 წლის 17 თებერვალი
Riamo

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციას უწყებაზე დაყრდნობით კრემლის პროპაგანდისტული მედია Ria ავრცელებს.

"ერ-რიადში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით არანაირი შეხვედრა არ იგეგმება". – წერს Ria.

25 თებერვალს, გერმანულმა გამოცემამ Die Zeit დაწერა, რომ რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 25 თებერვალს შეხვდებიან.


18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

კომენტარები