უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 18-24 წლის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სამხედრო კონტრაქტზე მუშაობას იწყებს.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"გამოცდილი საბრძოლო ბრიგადები თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშაობს კონტრაქტზე, რომელიც 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს ჯარში მსახურების შესაძლებლობას მისცემს. ეს არ არის მობილიზაცია, კონტრაქტი ნებაყოფლობითია".
ზელენსკის თქმით, ახალი კონტრაქტი სხვებისგან განსხვავებული იქნება. ხელისმომწერები მეტ ანაზღაურებას და ბენეფიტებს მიიღებენ. კონტრაქტის ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს.
ახალი კონტრაქტის დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



