1 თებერვალს რუსეთმა უკრაინულ პოლტავაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ერთ-ერთი ჭურვი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინელი თეატრის მსახიობი ნასტასია კოლვახი იყო.
30 წლის მსახიობის გარდაცვალების შესახებ დაწერა თანამედროვე დიალოგის თეატრმა, რომლის დასის წევრიც კოლვახი იყო:
"1 თებერვალს, რუსულმა რაკეტამ მოკლა ჩვენი კოლეგა, მსახიობი, დადგმებისა და პერფორმანსების თანაავტორი, ჩვენი ნასტია კოლვახი. ვუსამძიმრებთ ნასტიას ოჯახს, მის ნაცნობებს, მეგობრებს, კოლეგებს. თქვენთან ერთად მოგვენატრება, სიტყვები არ გვყოფნის. იფრინე მაღლა, ჩიტო".
მსახიობები დაღუპული კოლეგის ოჯახისთვის ფინანსურ სახსრებს აგროვებენ.





