რუსული რეჟიმი

კობახიძე PACE-ზე: ევროპულ ბიუროკრატიაში მძიმე მდგომარეობაა - არაფერს აქვს ფასი

ნუ, რეალურად თქვენ ხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს, არც არაფერს, ხედავთ რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით.

ასეთი უსამართლობის პირობებში, რა თქმა უნდა ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მიმივღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე.

თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, ის პრობლემები, რასაც ევროპულ ბიუროკრატიაში ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას, ბუნებრივია - თუმცა, ამ ეტაპზე, ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მკაფიოდ მოუწოდა, აპრილამდე ოცნების დელეგატებს მუშაობა და კომიტეტებზე დასწრება შეუჩერა, ხოლო უფლებამოსილების რატიფიცირებასაც, რაზეც ოცნების პროპაგანდა მთავარ იმედებს აგებდა, მნიშვნელოვანი დათქმები დაურთო.

რეზოლუცია დიდი უპირატესობით, 114 მომხრითა და 13 მოწინააღმდეგით დამტკიცდა, ხოლო 7-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

კომენტარები