გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა, სხვა თავდაცვის ძალების კოორდინაციით, 24 იანვრის ღამეს დააზიანეს ობიექტები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციური არმიის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ, მათ შორის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ამასთან, უკრაინის ძალებმა 26 იანვრის ღამეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის ობიექტები ხელმეორედ დააზიანეს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად ქარხნის ნავთობის საცავს ხანძარი გაუჩნდა, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი, რის შედეგადაც ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
რუსეთის მთავრობას ქარხსნის მუშაობის შეფერხების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.





