რუსული რეჟიმი

შერატონ ბათუმი: სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან

სასტუმრო შერატონ ბათუმი Facebook-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. 

"სასტუმრო შერატონ ბათუმის განცხადება 15 იანვარს სასტუმროში მომხდარი ინციდენტის თაობაზე:

ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.

სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა". - წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღეს, 15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანევლიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.

კომენტარები