პარტია გახარია საქართველოსთვის

ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გამოცემა მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას სასტუმრო შერატონში ჯგუფურად თავს "არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე" და სხვა პირები დაესხნენ.

"ბათუმში, "შერატონში", რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი". - წერს მთივლიშვილი.

ტაბულას თავდასხმის ფაქტი პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

კომენტარები