აშშ-საქართველო

აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

"აშშ ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ". - წერს აშშ-ს სახდეპის სპიკერი, მეთიუ მილერი.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებზე საუბრობს.

განცხადებაში წერია, რომ აშშ-მ ივანიშვილს ფინანსური სანქციები რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის გამოთხრისთვის დაუწესა. ამასთან, ბლინკენი წერს, რომ აშშ ქართული ოცნების ქმედებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობას მკაცრად გმობს.

სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 14024- აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

კომენტარები