პოლიციამ რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გაფრთხილების გარეშე დაარბია. საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავეს. 

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის მეტრომდე სდიეს, შევიდნენ რუსთაველის თეატრშიც, სადაც მანამდე გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილეთა ნაწილი აფარებდა თავს. 

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ღამის განმავლობაში პერიოდულად შლიდნენ, იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სფრეის და სხვა სპეციალურ საშუალებებს. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები ტერიტორიას არ ტოვებდნენ. ძალადობრივი დარბევის შედეგად, 30 ნოემბრის დილის 07:00 საათისთვის, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დაიკავა და გადაკეტა. 

აქციის დაშლისას ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა. მათ შორის, სპეცრაზმის თავდასხმის შედეგად დაშავდა TV პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ფორმულას ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები

კომენტარები