რუსეთის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრ კონტრაქტორს, მანუჩეხრ ბეკნაზაროვს თავის დაზიანებისთვისა და სამხედრო ნაწილის უნებართვო მიტოვებისთვის ზოგადი რეჟიმის კოლონიაში 6 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულმა სამხედრო ფრონტზე წასვლის თავიდან ასარიდებლად თავში ნაჯახი ჩაირტყა.
Кавказ.Реалии-ის ცნობით, განაჩენის თანახმად, ბეკნაზაროვმა თავს ზიანი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაყოფის დროებით პუნქტში ყოფნისას მიაყენა, რის შედეგადაც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამასთან ერთად, ბრალდებული 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
სამხედრო სამსახურისგან მოჩვენებითი ავადმყოფობით ან თვითდაზიანებით თავის არიდების მუხლი ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





