11 ნოემბრის დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოლქ დნეპროპეტროვსკის ქალაქ კრივოი როგში ხუთსართულიან საცხოვრებელი კორპუსს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. 12 ნოემბერს სამაშველო ოპერაციების დროს ნანგრევებიდან 4 ადამიანის, მათ შორის, 3 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.
საერთო ჯამში, რუსეთის თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. ინფორმაციას Telegram-ზე დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.
რუსეთის იერიშის მსხვერპლი მთელი ოჯახი გახდა - დაიღუპნენ დედა და მისი სამი შვილი: 10 და 2 წლის ბიჭები და გოგონა, რომელიც მხოლოდ 2 თვის იყო.
"კრივოი როგზე გუშინდელ თავდასხმაში რუსებმა 4 ადამიანი მოკლეს. საშინელი ტრაგედიაა. ჩემი ყველაზე გულწრფელი მწუხარება დაღუპულთა ახლობლებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია" - წერს ლისაკი.