რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები

Photo: Zelenskiy/Official - Telegram

11 ნოემბრის დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოლქ დნეპროპეტროვსკის ქალა კრივოი როგში არსებულ ხუთსართულიან საცხოვრებელი კორპუსს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ინფორმაციას Telegram-ზე დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს

ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, 2 ბავშვი - 11 წლის ბიჭი და 10 წლის გოგო. დაშავებულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ლისაკის თქმით, ადამიანები, შესაძლოა, ამ დრომდე ნანგრევების ქვეშაც იყვნენ. 

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. კრივოი როგი ზელენსკის მშობლიური ქალაქია და მას რუსეთი ომის დაწყებიდან ხშირად გამხდარა ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე. 

"ყოველ დღე და ყოველ ღამე რუსეთი ერთსა და იმავე ტერორიზმს ახორციელებს, იმ განსხვავებით, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება მისი სამიზნე. რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ესწრაფვის და მისი ყოველი იერიში მათ ნებისმიერ დიპლომატიურ განცხადებას ეწინააღმდეგება. უკრაინას სჭირდება იარაღი, რათა თავი დაიცვას რუსული ტერორიზმისაგან. [მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან] პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არასდროს ექნება მოტივაცია მშვიდობის დასამყარებლად, ამის ნაცვლად, იგი ახალ სამიზნეებს გაიჩენს". - წერს ზელენსკი Telegram-ზე. 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები