უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში დივერსიის შედეგად განადგურებულია რუსული სამხედრო თვითმფრინავი МИ-24.
უწყება შესაბამის განცხადებას Telegram-ის ოფიციალურ არხში ავრცელებს.
10 ნოემბერს რუსული ვერტმფრენი სამხედრო აეროდრომ კლინ-5-ის ტერიტორიაზე დაწვეს.
"უკრაინის დაზვერვა შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული სამხედრო დანაშაულისთვის ოკუპანტებს სამართლიანი სასჯელი ელოდებათ". – წერს დაზვერვის სამსახური.
ცოტა ხნით ადრე, 14 ოქტომბერს, ორენბურგში დაზვერვამ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ТУ-134 დაწვა.





