რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქზე და კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 1 ადამიანი

რუსული იერიშის შედეგები კიევში, 07.11.2024
Unian

რუსეთმა სუმის ოლქზე საავიაციო რაკეტებით იერიში მიიტანა, შედეგად დაიღუპა 1 ქალი. 

ერთ-ერთი რაკეტა ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. ადგილზე დაიღუპა 1 ქალი, კიდევ ერთი ქალი დაშავდა. დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი კორპუსი და 2 კერძო სახლი.

გარდა ამისა რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა, რომლის შედეგად ქალაქის 5 რაიონში ხანძარი გაჩნდა. 

კიევის პეჩორის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა 33-ე სართულზე მდებარე რესტორანს, ობოლონის რაიონში დაიწყვა 6-სართულიანი ბიზნესცენტრის სახურავი, გოლოსეევსკი რაიონში ხანძარი გაუჩნდა ავტომომსახურების სადგურს, სოლომინის რაიონში ცეცხლი მოეკიდა საწარმოს საწყობს.

მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ პოდოლსკის რაიონში დაიწვა კერძო სახლი. მერის მონაცემებით, იერიშის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით უკრაინის დედაქალაქს 30-ზე მეტი რუსული დრონი დაესხა თავს.

კომენტარები