სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ცნობით, თავიანთი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 3 000 ლარით დააჯარიმა.
ორგანიზაციის ოფისში მუნიციპალური ინსპექცია პირველად 5 ნოემბერს შევიდა, რა დროსაც, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ოთარ რევიშვილის ცნობით, სამოქალაქო მოძრაობა "უკანონო რეკლამის განთავსების" საფუძველზე 1 500 ლარით დააჯარიმეს.
ქალაქ ოზურგეთში, ორგანიზაციის ოფისის აივანზე გამოფენილ ბანერზე სიტყვები "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა!" წერია.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



