აშშ

აშშ-ში ამერიკულ ფირმას რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტისთვის ბრალი წარუდგინეს

Reuters 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკული კომპანია Eleview International Inc-ის ორ ხელმძღვანელს ბრალი სანქციების გვერდის ავლით რუსეთში მილიონობით დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების ექსპორტში წარუდგინა. ბრალდებულები 54 წლის ოლეგ ნაიანდინი და 39 წლის ვიტალი ბორისენკო არიან.

მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების თანახმად, ნიანდინი და ბორისენკო სავაჭრო ონლაინ გვერდს მართავდნენ, რომლის საშუალებითაც რუს მომხმარებლებს ამერიკელი მომწოდებლების პროდუქტი პირდაპირ შეეკვეთა შეეძლოთ. საქონელი ჯერ ვირჯინიაში, კომპანია Eleview-ის საწყობში ჩადიოდა, შემდეგ კი, "საბოლოო მომხმარებლისთვის" თურქეთში, ფინეთსა და ყაზახეთში იგზავნებოდა. სინამდვილეში, პროდუქტს რუსეთში მცხოვრები კლიენტები იღებდნენ.

ბრალდების მხარის ვერსიით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის ბრალდებულებმა სამი სქემა შეიმუშავეს, თითოეულ სქემაში კი სამ სხვადასხვა შუამავალ ქვეყანას იყენებდნენ.

სანქციების თავიდან აცილების პირველი სქემის ფარგლებში, ამერიკულმა კომპანიამ თითქმის 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ექსპორტი გაიტანა ყალბი საბოლოო მომხმარებლისთვის თურქეთში. მათთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოწყობილობა განკუთვნილი იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის, რომელიც ამარაგებდა რუსეთის მთავრობას, მათ შორის, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ). მიღებული აღჭურვილობა რუსეთის მხრიდან გამოიყენებოდა უკრაინის ომშიც.

მეორე სქემაში, Eleview-მ ფინეთში დაახლოებით 3.45 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. საქონელი, რომელიც ბრალდებულებმა არალეგალურად გაიტანეს ფინეთის სქემის ფარგლებში, მოიცავდა "მაღალი პრიორიტეტის" ნივთებს, მათ შორის, რუსული კამიკაძე დრონებში გამოყენებული ელექტრონულ კომპონენტებს.

მესამე სქემით, ყაზახეთის გავლით, დაახლოებით, 1.47 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს. ყაზახეთში საქონელს რუსეთში აღჭურვილობის მიმწოდებელი კომპანია იღებდა.

კომენტარები