რუსეთი

გროზნოში ბენზინგასამართ სადუგრზე აფეთქებას 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ემსხვერპლა

გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება, 2024 წლის 12 ოქტომბერი
Чечня Сегодня

რუსეთში, ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

"გროზნოში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარს აქრობენ. მუჰამედ ალის პროსპექტზე გაზის შემცველი ცისტერნა აფეთქდა, რასაც აალება მოჰყვა". - წერს სამინისტრო.

რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. 

ტელეგრამ-არხის, Mash-ის ცნობით, დაშავებულებს შორის დედა-შვილიც იყო, რომლებსაც აფეთქების შედეგად ნასროლი გაზის ბალონი მოხვდათ. 

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადირომა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისგებაში მოიყვანენ. 

შემთხვევას საგამოძიებო კომიტეტი იკვლევს. კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე საფრთხის შემცველი მომსახურების მიწოდების შედეგად უყურადღებობით ორი ან მეტი პირის სიკვდილის გამოწვევის მუხლით აღძრა. 

კომენტარები