რუსეთი

პუტინმა საშემოდგომო სამხედრო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა, გაიწვევენ 133 000 კაცს

ვლადიმირ პუტინი
RBC

ვლადიმირ პუტინმა საშემოდგომო სამხედრო გაწვევის ბრძანებას ხელი მოაწერა. სამხედრო სამსახურში წინასწარი მონაცემებით 133 000 ადამიანს გაიწვევენ.

გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. პარალელურად რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცმეთაურები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოეწურათ. 

გაწვევა 1 ოქტომბერს დაიწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების უფროსის, ვლადიმირ ციმლიანსკის თქმით, მოქალაქეები ქაღალდზე დაბეჭდილ გაწვევის ოქმებს მისამართებზე მიიღებენ. გარდა ამისა, 3 ოლქში (რიაზანი, მარია ელი, სახალინი) გამოცდიან ელექტრონული გაწვევის სისტემას. 

ბოლოჯერ რუსეთში გაწვევა 2024 წლის გაზაფხულზე იყო. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 150 000-მდე ადამიანი.

კომენტარები