გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: ეს ის გაერთიანებაა, რასაც ელოდა ქართველი ამომრჩეველი და ჩემი ადგილი აქაა

მტერს, რომელმაც გადაწყვიტა, ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არ გატეხილა, აი, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში. [...]

ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ ჩემ სამშობლოს ვემსახურო, რა თქმა უნდა, აქ არის, ამ გაერთიანებაშია, ძლიერ საქართველოშია იმიტომ, რომ ბევრი მიზეზი გამაჩნია ამის სათქმელად.

ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი. მართლა დიდხანს ელოდა. მართლა ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც აი, იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომელიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდა - აი, ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა ქართველი ამომრჩევლის დღეს შედგა და ბუნებრივია, რომ მეც იმ პოზიციაზე ვდგავარ, სადაც მანამდე ვიდექი. 

თქვა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა.

კომენტარები