გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი ოპოზიციას: პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული, ეს დაძაბავს სიტუაციას

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ამ ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები...

უნდა იმოქმედო. პირველი – რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ, ნამდვილად, ეს დაძაბავს სიტუაციას და ეს მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომელთა 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ამ ნაბიჯში.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები