გიორგი მარგველაშვილი გახდება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-ში, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება გახვეული და მოიგონეთ ეს. ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრონტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაც დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, რუსთავი 2-იდან.
tbl.ge/5z72
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ IPN-ის ცნობით. 26 აპრილს სახელისუფლებო ტელეკომპანიამ, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება.
ამავე თემაზე
- მარგველაშვილი ოპოზიციას: პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული, ეს დაძაბავს სიტუაციას
- იონათამიშვილი: ენმ-ს ძალიან გაუჭირდა, რომ ასეთი ვადაგასული პოლიტიკოსი უნდა თავმჯდომარედ
- წულუკიანი მარგველაშვილზე: იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია
- მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე: 100%-ით ტყუილია, არც შემოთავაზება, არც განხილვა არ ყოფილა
- კობახიძე მარგველაშვილზე: უხდებიან ერთმანეთს, სააკაშვილს დიდი ხანია მელიას მოშორება სურს