გიორგი მარგველაშვილი

წულუკიანი მარგველაშვილზე: იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია

"ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი" – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვას რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარე გახდება.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო როგორც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარ ინფორმაციას, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერის გადასაფარად იყენებენ.

კომენტარები