საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთში, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს მთავრობამ ქართული სათვისტომო არ მიიწვია.
ოთარ ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ლევილის მამულში, ღონისძიებაზე დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 11 დახვრეტილ წევრს მიაგებს პატივს "შეურაცხყოფას აყენებს მამულში დაკრძალულ პოლიტიკურ ემიგრანტებს".
"ლევილის დახურულ კარს მიღმა ცდილობს არჩევნების მოტყუებით მიიზიდოს ხმები".
ხვალ საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე პირველად აღინიშნება ამ მთავრობის მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყებს მეასე წლისთავი.
ქართველთა ისტორიული სათვისტომო, რომელიც 100 წლის მანძილზე, ყოველ წელს, როგორც ამ წელს აღნიშნავს ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღს, არ არის მოწვეული
პრო-რუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა, ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები - შეიფარდოს აჯანყების უნიკალური სიმბოლო და სცადოს, დაარწმუნოს ამომრჩეველი ვითომ ამ სწორ გზაზე დგას.
სიმართლე სულ სხვაა და არავის აღარ სჯერა მთავრობის ეროვნული აღტაცება.
სწორედ 1924 წლის აჯანყება, მისი უკომპრომისო წინააღმდეგობით შეგვახსენებს რა არის და რა უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და სამომავლო ბრძოლები.
ძალაუფლება, რომელიც გაივლის ხვალ სასაფლაოზე არის ის, რომელიც ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებით.
ეს იქნება მისვენებული პოლიტიკური ემიგრანტების შეურაცხყოფა.
არა ლევილის პრივატიზაციას, არა რუსულ მთავრობას!" - თქვა ოთარ ზურაბიშვილმა.





