ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

სუსი: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან და საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საოკუპაციო ძალებმა ხეთერელი 2023 წლის 3 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ, უჩა ჯოხაძე კი 2024 წლის 10 სექტემბერს სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლების დროს როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა არსებული საშუალება აქტიურად გამოიყენებოდა.

"ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - წერია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები