ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

სუბარი ლავროვზე: როცა ამბობს, რომ დიალოგის ხელშეწყობისთვის მზადაა, ეს მნიშვნელოვანია

რაღაც პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. და პირველი ნაბიჯი, თუნდაც ის, რომ დავეხმარებით დიალოგში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად ვიცით, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები ნაბიჯს არ გადადგამენ, თუ მათ ამისთვის მწვანე შუქს არ აუნთებენ და ნებართვას არ მისცემენ. და როცა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ის მზადაა, ამ დიალოგს ხელი შეუწყოს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

თქვა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-11 ნომერმა, სოზარ სუბარმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე. 

ლავროვმა 28 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს

კომენტარები