კალიფორნიის შტატში მიგრანტების უკანონო გატაცების ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელევიზია, CBS-ი ავრცელებს.
CBS-ის ცნობით, დამნაშავეებმა 4 მიგრანტი არიზონას შტატში მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან გაიტაცეს და მათ გასათავისუფლებლად, დაზარალებულთა ოჯახის წევრებს გამოსასყიდს სთხოვდნენ.
"სამი მძევალი კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში იქნა ნაპოვნი.
მეოთხე მძევალმა გაქცევა შენობის მეორე სართულის სააბაზანოდან მოახერხა, თუმცა დამნაშავე მას გაეკიდა, წააქცია და ხელახლა აიყვანა მძევლად" - წერია პროკურატურის განცხადებაში, CBS-ის ცნობით.
დაკავებულები არ აღიარებენ დანაშაულს. ასევე, ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც გაქცევა და მეოთხე მძევლის ხელახლა გატაცება მოახერხა ამ დროისთვის იძებნება - აშშ-ის პროკურატურამ მას ბრალი უკვე წაუყენა.





