ისინი [საქართველოს მთავრობა] ამტკიცებენ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა, რომ მათ სურთ მოვლენებს თვალყური ადევნონ. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ახლა ხდება. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. ეს არის განსხვავებულ აზრთან ბრძოლა.
..ჩვენ მოვუსმინეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ამ მოგზაურობის დროს კიდევ შევხვდით რამდენიმე მათგანს, მათ შორის იმათ, ვინც ჩართულია არჩევნების მონიტორინგში და ზრუნავს საქართველოში ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე.
რაც ამ ჯგუფებისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი ქვეყნის შიგნით მუშაობას ვეღად შეძლებენ. ეს კანონი რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის ანარეკლია, რომელმაც რუსეთიდან სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა იგივე ხდება საქართველოშიც





