რუსეთი

რუსეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის 22-ვე მგზავრი დაიღუპა

31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, კამჩატკის ოლქში ავიაკომპანია Vityaz-Aero-ს Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომელზეც 22 მგზავრი იმყოფებოდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით ყველა მგზავრი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, ვერტმფრენი ვაჩკაჟეციდან სოფელ ნიკოლაევკაში მიფრინავდა - მანძილი 25 კილომეტრია.

გაუჩინარებული ვერტმფრენის ძებნაში ჩართული იყო სამაშველო სამსახური, ასევე ავიაკომპანიის კიდევ ერთი ვერტმფრენი.

კომენტარები