რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ბელარუსულ მიწაზე უკრაინელ ხალხს მუდამ განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ. მრავალი ხნის განმავლობაში ჩვენი ერები ძალას პოულობდნენ ერთიანობაში, იზიარებდნენ ბედნიერებასა და მწუხარებას, სისხლსა და პურს, ერთად ამარცხებდნენ უბედურებას და ამაყობდნენ საკუთარი წარმატებით. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ საერთო ბედისწერა და ნათესაობრივი კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან თანაცხოვრების მისწრაფება.

განცხადებაში ლუკაშენკო ირწმუნება, რომ დღევანდელ "რთულ გარემოებებში" მშვიდობის ენაზე საუბარი არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. მისი თქმით, "სხვა ალტერნატივა არ არსებობს". ლუკაშნკო ირწმუნება, რომ ბელარუსი გააგრძელებს "ყველაფერს, რაც შესაძლებელია", იმისთვის, რომ რეგიონში უსაფრთხოება რაც შეიძლება მალე იყოს უზრუნველყოფილი.

მილოცვაში ლუკაშენკომ უკრაინელებს "მშვიდობიანი ზეცა და სამოქალაქო ჰარმონია", ასევე კეთილდღეობა და ოჯახების ერთიანობა უსურვა.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლუკაშენკო გასულ კვირაში ამბობდა, რომ არმიის 1/3 ნაწილი უკრაინის საზღვრებთან განათავსა.

ბელარუსი ომის საწყის ეტაპზე რუსეთის ახლო მოკავშირე იყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს საშუალება მისცა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის რუს სამხედროებს ბელარუსის ტერიტორიაც გამოეყენებინათ. ბოლო ხანებში ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ.

კომენტარები