რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბორელი კურსკზე: ევროკავშირი უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

 Euronews with AP

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან საუბრის შემდეგ კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევასთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას.

ამასთან დაკავშირებით ბორელმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

საუბრისას დიმიტრო კულებამ ბორელს ფრონტზე და კურსკის რეგიონში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

"მე კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინელი ხალხის ბრძოლის მიმართ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა, პუტინმა, თავისი გაუმართლებელი შემოჭრის საპასუხოდ უკრაინის წინააღმდეგობა ვერ გატეხა, ახლა კი იძულებულია უკან, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაიხიოს". - წერს ბორელი.

კომენტარები