რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ უკრაინას $1.7 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

Fayez Nureldine/AFP/Getty Images

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ უკრაინას 1.7 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს.

დახმარების პაკეტი, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში, გრძელვადიანი კონტრაქტების 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით დაფინანსებას და პენტაგონის მარაგებიდან 200 მილიონი დოლარის სწრაფ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. 

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, 200 მილიონი დოლარის ოდენობის სწრაფი სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმმტყორცნების ჭურვებს და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიიღებს.

მანამდე, 2 კვირის წინ ვაშინგტონში გამართულ NATO-ს სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო მხარდაჭერას შეჰპირდა. 

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მ უკრაინას 55.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გადასცა. 

კომენტარები