რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $200-მილიონიან პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.

კირბის თქმით, სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმტყორცნების ჭურვებს და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების წინა პაკეტი 11 ივლისს დააანონსა. 225 მილიონ დოლარად შეფასებული პაკეტი, მათ შორის, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავდა.

კომენტარები