აშკარად, თავდასხმა მანამდეც მზადდებოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ რაღაცა თავისი ალუბალი დაადო ამ ტორტს და სულ მალე მოუწევს, თავიდან ბოლომდე თავად მიირთვას [...] პაპუაშვილი თავის თავზე რამდენს იღებს, ეს კი გამიკვირდა და ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა. მე მგონი, გაექცა, ნამეტანი მოსდის. ამხელა თანამდებობის პირს ასე პირდაპირ, კონკრეტულ დანაშაულთან ამხელა კავშირი - ბიძინას მონებიც კი ცდილობენ ხოლმე, რომ არ ფიქსირდებოდნენ. არ ვიცი, პაპუაშვილს გაუჩალიჩეს თუ ამხელა ენთუზიაზმი თვითონ გამოიჩინა.
რაღაცნაირად, სინდისი დამიმშვიდდა, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ნაცემი თუ არ ხარ, ამ შემთხვევაში, რაღაც კითხვის ნიშნები ჩნდება.





