განათლების ხარისხის განივთარების ცენტრის განცხადების გავრცელების შემდეგ, ცენტრის სამი თანამშრომელი - ლუკა ბერაია, გიორგი ოდოშაშვილი და ნინო დოლიძე - პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა.
14 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა.
13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს.
- ილიაუნი: სტუდენტებს ექნებათ დამატებითი დრო გაცდენილი კომპონენტების აღსადგენად
- "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს" – 38 რექტორის რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
- კიდევ ერთხელ, რას გულისხმობს რუსული კანონი
-
სანქციები, სავიზო აკრძალვები ივანიშვილის რეჟიმს – 14 ამერიკელი სენატორის წერილი
-
უვიზო რეჟიმის გადახედვა და ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა – ევროპარლამენტის რეზოლუცია





